ოზურგეთში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია ,,მარკეტინგი და ბრენდინგი“ დასრულდა. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მონაწილეობა მიიღო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500-მდე ბენეფიციარმა. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.