GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის
 30 აპრილი 2019

 

1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსშიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და  სააგენტო „აწარმოე საქართველოს" ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის. მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

ღონისძიებაზე ასევე იგეგმება ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან - 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებას წარუძღვებიან შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოსაწარმოე საქართველოში" დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრას დაესწრებიან ბიზნესისა და მედიის  წარმომადგენლები.