კონკურსი ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკურ დახმარებაზე

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება,  2020 წლის დეკემბრიდან პროექტის ბენეფიციარი კომპანიებისთვის  იწყებს პროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ აქტივობას, რომელიც პროექტის ბენეფიციარი კომპანიებისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების მიერ მენტორინგის, რჩევებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს. საკონსულტაციო დახმარების პაკეტი სრულად ფინანსდება პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ მიერ.

აღნიშნული მხარდაჭერის შედეგად, კომპანიები გამოავლენენ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

დეტალური საკონკურსო განცხადება, სადაც დეტალურად აღწერილია ამ აქტივობის ყველა ეტაპი, პრიორიტეტული თემები და სხვა დეტალები იხილეთ აქ.

განაცხადის ფორმა, ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან და გამოაგზავნეთ 2020 წლის 5 დეკემბრამდე, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ application@geclose2eu.info ან ნომერზე 595210066