პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ მადელაინი საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის შედეგად პროდუქცია ამაზონზე განათავსა.
❝ ჩემი პირადი კონსულტანტი იყო შოთა ლეკაშვილი, რომელმაც ჩვენი საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ყველაზე გაყიდვადი 5 პროდუქტი განათავსა საიტზე. მიმდინარე წლიდან ჩვენი პროდუქტები იყიდება ამაზონზე, კონსულტაციის ფარგლებში მივიღე დაწვრილებითი ინფორმაცია ამაზონზე პროდუქციის განთავსების და ამ სისტემის გამართულად მუშაობის შესახებ.❞ ელეონორა კუცია კომპანია მადელაინი-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ამაზონზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში.