პროექტის შესახებ
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
პროექტის ბენეფიციარები
პროექტში ჩაერთო 100-მდე კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის, არქიტეტურის, სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით. დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთო სააგენტო „აწარმოე საქართველოს" 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლოსამეურნეო სფეროებიდან.