გახდით 100 კომპანიიდან ერთ-ერთი

პროექტის ფარგლებში შეირჩა 100 კომპანია, რომელიც მიიღებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.


 

GEclose2EU-ს ბენეფიციარი კომპანია ,,კოდალა"
სოციალური საწარმო,რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას. წარმოგიდგენთ პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიას კოდალა. კომპანია 2016 წლიდან ოპერირებს, როგორც საქართველოს ასევე ევროპის ბაზარზე და აწარმოებს ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას და მეხსიერებას. ვიდეორუბრიკიდან გაიგებთ თუ როგორია ბრენდის განვითარების ისტორია და რა არის ის ძირითადი მახასიათებლები რითაც გამოირჩევა კომპანია ბაზარზე. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.