5 სექტემბერს, უკვე მესამედ გაიმართება თბილისის საბავშვო ფესტივალი, რომელშიც პროექტი "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების წარმოების ინდუსტრიის გამარჯვებული ბენეფიციარი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაში მონაწილე გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, შეძლონ პროდუქციის გაყიდვა და მოახდინონ ბრენდის პოპულარიზაცია.