მადელაინი მომხმარებლებს ეკომეგობრულ, თეატრალურ და ინტერიერის თოჯინებს სთავაზობს, მისი თოჯინები ემსახურება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კოგნიტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბრენდის პროდუქციის შეძენა ქუჩის მარკეტებსა და გამოფენებზეა შესაძლებელი, ასევე აქტიურია ონლაინ გაყიდვები, მათ შორის პროდუქცია პლატფორმა "Etsy.com"-ზეც გვხვდება, რომელსაც უცხოელი მომხმარებლები აქტიურად იყენებენ.