GEclose2EU-ს სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა იმართება.
 07 ნოემბერი 2020
გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობას 120-ზე მეტი სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ მეწარმე მიიღებს და 8 ნოემბერს 21:30 წუთზე დასრულდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ქართული კომპანიები, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზრებზე.
მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და ღონისძიების სტუმრებს საშუალება მისცეს დაათვალიეროს და შეიძინოს ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან.