გამოფენის დროს რკოს სტენდს Caramel-ის დამფუძნებელი ეწვია, რომელიც მოიხიბლა ბრენდის ხელნაკეთი კოლექციით, ამ დროს მოხდა კონტაქტების გაცვლა რის შემდეგაც რკოსა და Caramel-ის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა პროდუქტი Caramel x RKO ქუდები და ხელთათმანები, სწორედ აქედან დაიწყო ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის და Caramel-ის ურთიერთობა და დღეს რკოს პროდუქცია ბრიტანული პრემიუმ ბრენდის მაღაზია Caramel-ში გაიყიდება, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი სტილით და მაღალი ხარისხით.