კონკურსი ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკურ დახმარებაზე
 23 ნოემბერი 2020

შერჩეულ კომპანიებს მენტორინგს გაუწევენ ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტები.მას შემდეგ, რაც კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან, მათთან მივლენილი იქნება კონსულტანტი (ან კონსულტანტთა ჯგუფი), რომელიც კომპანიის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, საშუალოდ 10 დღის მანძილზე გაივლის შემდეგ ეტაპებს:


• კომპანიის საჭიროებების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესწავლა;
• სპეციფიური კვლევა და კონსულტაციები;
• პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.

 

აღნიშნული მხარდაჭერის შედეგად, კომპანიები გამოავლენენ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი, განაცხადის ფორმა და შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ვებ-გვერდზე   https://bit.ly/3pILHRw