ფოკუს ჯგუფის შეხვედრა სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან
 24 იანვარი 2020

23 იანვარს, პროექტის GEclose2EU ფარგლებში სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან, ფოკუს ჯგუფის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესის საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება. 


"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) პროექტი შვედეთის მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოსთან" თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.