კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ავალიშვილი ხეზე ბავშვობიდან მუშაობდა. ადრეულ წლებში სხვადასხვა ფიგურების, სათამაშოებისა და სხვა ნივთების დამზადება მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა 2 წლის წინ ერთ-ერთ გამოფენაზე საზოგადოებას პირველად წარუდგინა მისი სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ამ ჰობიდან ბიზნესის წამოწყების.