Pitti Immagine Bimbo არის აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გამორჩეულია მსხვილი ბრენდებისა და მულტინაციონალური ვიზიტორების მოზიდვით. წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, სადაც მონაწილეების პროდუქცია გამოფენის ონლაინ პლატფორმაზე აპრილამდე იქნება განთავსებული.