ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტი, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან
პროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ აქტივობას იწყებს, რომელიც პროექტის ბენეფიციარი კომპანიებისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მენტორინგის, რჩევებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტები, პროექტის შერჩეულ 48 ბენეფიციარ კომპანიასთან იმუშავებენ შემდეგი სექტორებიდან: ბიზნეს საკონსულტაციო, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სათამაშოების წარმოება და ბავშვის ტანსაცმლის წარმოება. ამჟამად, კონსულტანტები პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან ინტენსირუად, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოავლენენ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიების საქმიანობის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.