Pitti Immagine Bimbo
 23 თებერვალი 2021
სააგენტოს აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით  პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარი კომპანია ნიკოლი, ლიდერქიდსი, ჩიკატაი, ეშვი ქიდსი და სპილოუ  საერთაშორისო ონლაინ გამოფენა, Pitti Immagine Bimbo -ში მიიღებენ მონაწილეობას. Pitti Immagine Bimbo არის აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გამორჩეულია მსხვილი ბრენდებისა და მულტინაციონალური ვიზიტორების მოზიდვით. წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, სადაც მონაწილეების პროდუქცია გამოფენის ონლაინ პლატფორმაზე აპრილამდე იქნება განთავსებული.  GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.