შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
 24 თებერვალი 2021
შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამა (SIMP) ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ბიზნეს ლიდერებს აერთიანებს, პროგრამა SIMP ონლაინ 2021 წლის მაისში დაიწყება და ამავე წლის ნოემბერში დასრულდება. პროგრამა მოიცავს ტრეინინგებს, ინტერაქციულ სემინარებს, ჯგუფურ დავალებებს და ლექციებს, ასევე ვირტუალურ ვიზიტებს შვედეთის კომპანიებსა და ორგანიზაციებში. პროგრამა სამი მოდულისგან შედგება, რომლებიც მაისში, სექტემბერსა და ნოემბერში ჩატარდება, თითოეული მოდული სამიდან ექვს კვირამდე გრძელდება და კვირაში დაახლოებით 10 საათის ჩართულობას მოითხოვს მათ შორის ონლაინ სესიებში მონაწილეობას, ჯგუფურ დავალებებს და ინდივიდუალურ მუშაობას. განაცხადის გაგზგავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 მარტი როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და რა ეტაპებია საჭირო იხილეთ ლინკზე https://bit.ly/2NQgk9b.