GEclose2EU პროექტის მხარდაჭერით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის, არქიტეტურის, სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის სექტორის წარმომადგენლებისთვის Google Ads & SEO სერთიფიცირებული ტრენინგ პროგრამა დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდა 40 ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენელი. ტრენინგები ჩატარდა ონლაინ და მოიცავდა 9 შეხვედრას. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.