ტრენინგების და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შემდეგ კომპანიამ უკვე განათავსა საკუთარი პროდუქცია eBay-ზე. ონლაინ პლათფორმაზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში. ბრენდ მადელაინის შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია დღეს ქართულ ხელნაკეთ უსაფრთხო სათამაშოებს აწარმოებს ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის მასიურ წარმოებაზე გადადის ასევე მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე, რომელიც თანამედროვე დედებს ხელს შეუწყობს უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს ბავშვის მოვლის პროცესი.