,,ჟირაფმა" პროდუქცია ამერიკაში გააგზავნა
 14 მაისი 2021
❝ მადლობა პროექტს, GEclose2EU მხარში დგომისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველთვის დროული და მიზნობრივია.❞ ნინო ჯოხაძე. პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ  ჟირაფი პროდუქცია ამერიკაში გააგზავნა. დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად ბრენდმა 2021 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციიდან შერჩეული პროდუქცია ამერიკაში გააგზავნა, პარალელურად კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან შემოდგომა ზამთრის კოლექციის გასაგზავნად. ჟირაფი ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და აწარმოებს ბავშვებისთვის კომფორტულ, სპორტულ და მხიარულ ტანსაცმელი. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში  თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.