29 და 30 მაისს, 12:00 დან 21:00 საათამდე, პროექტის GEclose2EU საბავშვო ტანსაცმლის და სათამაშოების ბენეფიციარი კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ „ვინტილატორის“ და კაფე „გალერის“ ორგანიზებულ რაბაზარიას მარკეტების სერიაში. რაბაზარია, როგორც ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი მოსულა, წელსაც არ უღალატებს ტრადიციას და ცინცხალი სიურპრიზებით, სიყვარულით, სიფერადით გაჯერებულ მარკეტს შემოგვთავაზებს. შეკრების ადგილია მ. ჯავახიშვილის 14 ნომერი, ელბაქიძის დაღმართთან მდებარე სკვერი. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.