❝ შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამის (SIMP) შესახებ პროექტის, GEclose2EU საშუალებით გავიგე, პროგრამამ დამაინტერესა ვინაიდან მდგრად განვითარებას და პასუხისმგებლობიან მმართველობას შეეხებოდა. ეს ის თემებია, რაც ჩემი კომპანიის განვითარების ქვაკუთხედად მიმაჩნია. მიუხედვად იმისა, რომ მდგრადი განვითარებით 15 წლის წინ დავინტერესდი მისი გამოწვევების ბევრი ასპექტის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონია. პროგრამის პირველ მოდულს გავდივართ ახლა, თუმცა უკვე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ჩვენი კომპანიის განვითარების სულ სხვა ხედვები გამიჩნდა, რომელსაც აუცილებლად გავუზიარებთ მოხმარებელს ჩვენი ვებგვერდის, ბლოგის საშუალებით, რომელიც მალე ამოქმედდება. დიდი მადლობა შვედეთის ინსტიტუტს და პროექტს, GEclose2EU ამ შესაძლებლობისთვის.❞ ქეთევან მესხი. პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარი სათმაშოების მწარმოებელი კომპანია Antsi • ანცი-ს დამფუძნებელი ქეთევან მესხი შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამის (SIMP) გამარჯვებული გახდა. კომპანია Antsi • ანცი აწარმოებს ბავშვისთვის უსაფრთხო, ფუნქციონალურ და სახალისო ავეჯს, დეკორაციებს, ხის სათამაშოებს და აქსესუარებს. პროდუქცია ადგილოვრივი დიზაინრებისა და ხელოსნების თანამშრომლობით იქმნება და მათ დასამზადებლად ქართული ტრადიციული რეწვის ტექნოლოგიები და არტიზანული ცოდნაა გამოყენებული.