Pitti Bimbo Summer
 27 მაისი 2021
საინტერესო შესაძლებლობა პროექტის, GEclose2EU საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბენეფიციარებისთვის. დაიწყო რეგისტრაცია Pitti Bimbo Summer-ის ღონისძიებაზე, მონაწილეობის მსურველი კომპანია დარეგისტრირებული უნდა იყოს Tradewithgeorgia-ს პლატფორმაზე. კომპანიებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და წარმოადგინონ ფორმაში აღნიშნული საჭირო ინფორმაცია. Pitti Immagine Bimbo არის აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა გამორჩეული მსხვილი ბრენდებისა და მულტინაციონალური ვიზიტორების მოზიდვით. ამ სეზონზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.