აწარმოე საქართველოში მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია განახლდა
 09 ივნისი 2021
ამ წუთებში თელავში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა ,,მარკეტინგი და ბრენდინგი” რომელშიც მონაწილეობას იღებს კახეთის რეგიონის 50-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქართველოს ათივე რეგიონში 4 სხვადასხვა თემაზე ტრენინგები, ესენია: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ბიზნეს-გეგმის წერა.