ამ წუთებში მცხეთაში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს. ტრენინგის თემაა ,,მარკეტინგი და ბრენდინგი”, რომელშიც მონაწილეობას იღებს შიდა ქართლის რეგიონის 40-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქართველოს ათივე რეგიონში 4 სხვადასხვა თემაზე ტრენინგები, ესენია: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ბიზნეს-გეგმის წერა.