ტრენინგი გორში
 15 ივნისი 2021

ამ წუთებში გორში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა ,,მარკეტინგი და ბრენდინგი”, რომელშიც მონაწილეობას იღებს შიდა ქართლის რეგიონის 40-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქართველოს ათივე რეგიონში 4 სხვადასხვა თემაზე ტრენინგები, ესენია: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ბიზნეს-გეგმის წერა.