ტრენინგი ამბროლაურში
 21 ივნისი 2021
ამ წუთებში ამბროლაურში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა ,,მარკეტინგი და ბრენდინგი” რომელშიც მონაწილეობას იღებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის 30-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა,) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქართველოს ათივე რეგიონში 4 სხვადასხვა თემაზე ტრენინგები, ესენია: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ბიზნეს-გეგმის წერა.