ტრენინგი ზუგდიდში
 24 ივნისი 2021
ამ წუთებში ზუგდიდში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა მარკეტინგი და ბრენდინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 30-მდე მეწარმე.  მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (გურია, აჭარა,) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქართველოს ათივე რეგიონში 4 სხვადასხვა თემაზე ტრენინგები, ესენია: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, გაყიდვები/დისტრიბუციის არხები და ბიზნეს-გეგმის წერა.