არქიტექტურული კომპანია "არქიდეა" ჩამოყალიბდა თბილისში, 2013-წელს, 12 წლიანი კოლაბორაციის შემდგომ, დავით ელიზბარაშვილის, გიორგი ქევანიშვილის და ბესიკ თუთბერიძის მიერ. კომპანია დაარსებიდან დღემდე წარმატებით ახორციელებს ურბანულ, არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებს. მათი პრიორიტეტებია ხარისხი, კრეატივი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმრთ.
მათი გუნდი, რომელიც სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე არქიტექტორებისგან შედგება, მუდმივად ვითარდება, იძენს ახალ გამოცდილებას და ფეხს უწყობს თანამედროვე ცხოვრების რიტმს. სრულყოფილი პროექტის მისაღებად კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებთან და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.