„აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია ,,მარკეტინგი და ბრენდინგი“ დასრულდა.
 28 ივნისი 2021
ოზურგეთში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია ,,მარკეტინგი და ბრენდინგი“ დასრულდა. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მონაწილეობა მიიღო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500-მდე ბენეფიციარმა. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.