კომპანიამ ჟირაფი წელს პირველად განახორციელა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ექსპორტი აშშ-ში
 29 ივლისი 2021

როექტის, GEclose2EU ბენეფიციარმა საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ  ჟირაფი წელს პირველად განახორციელა გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ექსპორტი აშშ-ში და პირველივე თვეს 20% გაყიდა. ❝ ამან დიდი სტიმული მისცა ჩვენს პარტნიორებს და შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე გვთხოვეს მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობის გაზრდა, რასაც ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ❞ რუსო გვაზავა გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ ჟირაფი ამერიკულ ბაზარზე პირველად 2020 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა და ძირითადად სეზონური ნაქსოვის კოლექციით იყო წარმოდგენილი. ამას მოჰყვა მიმდინარე გაზაფხული ზაფხულის კოლექცია და ამჟამად ბრენდი 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ამზადებს საექსპორტოდ, სადაც ნაქსოვ კოლექციასთან ერთად ტექსტილიც იქნება წარმოდგენილი.