კომპანიამ მადელაინი საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის შედეგად პროდუქცია ამაზონზე განათავსა.
 18 აგვისტო 2021
პროექტის, GEclose2EU ბენეფიციარმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ მადელაინი  საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის შედეგად პროდუქცია ამაზონზე განათავსა.
❝ ჩემი პირადი კონსულტანტი იყო შოთა ლეკაშვილი, რომელმაც ჩვენი საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ყველაზე გაყიდვადი 5 პროდუქტი განათავსა საიტზე. მიმდინარე წლიდან ჩვენი პროდუქტები იყიდება ამაზონზე, კონსულტაციის ფარგლებში მივიღე დაწვრილებითი ინფორმაცია ამაზონზე პროდუქციის განთავსების და ამ სისტემის გამართულად მუშაობის შესახებ.❞ ელეონორა კუცია კომპანია მადელაინი-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ამაზონზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში.