არქიტექტურული კომპანია არტსტუდიო პროექტი
 16 მარტი 2020

"არტსტუდიო პროექტი" 2002 წელს დაარსდა. მისი გუნდი დაკომპლექტებულია არქიტექტორებით, ქალაქ გეგმარების სპეციალისტებით, ინჟინრებით, დიზაინერებითა და ვიზუალიზაციის სპეციალსიტებით.

ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონსულტანტებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, კომპანია მუდმივად ავითარებს თავის შესაძლებლობებს და პარტნიორთა ქსელს.

ამ ეტაპზე, კომპანიის მომხმარებელია უამრავი კერძო თუ იურიდიული პირი საქართველოს მასშტაბით.

""არტსტუდიო პროექტის" მიზანია მიაღწიოს საუკეთესო შედეგს მათი მომხმარებლისთვის და გააუმჯობესოს გარემო ყველასთვის.