პროექტი, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU ექსპორტის სტიმულირების და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას ქართული სერვისების ბრენდირების და პოპულარიზაციის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშული კომპონენტი მიზნად ისახავს ქართული სერვისების ბრენდირებას ერთიანი ლოგოს და სლოგანის შემუშავების გზით, ასევე საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებას თითოეული ქვე სექტორისთვის ცალ-ცალკე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი, დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე https://bit.ly/3sxGD4Q