ტრენინგი ქუთაისში
 01 აპრილი 2022
ამ წუთებში ქუთაისში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს იმერეთის რეგიონის 30-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე - ჯავახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, მცხეთა მთიანეთი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.