ამბროლაურში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის 30-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე - ჯავახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, მცხეთა მთიანეთი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.