ტრენინგი რუსთავში
 04 აპრილი 2022
რუსთავში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს ქვემო ქართლის რეგიონის 20-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე - ჯავახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, მცხეთა მთიანეთი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში  თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.