ტრენინგი მცხეთაში
 06 აპრილი 2022
მცხეთაში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ | Enterprise Georgia მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 20-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა.) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი | Economic Policy Research Center აწარმოე საქართველოში | Enterprise Georgia თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.