ოზურგეთში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს გურიის რეგიონის 30-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა.) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი | Economic Policy Research Center აწარმოე საქართველოში | Enterprise Georgia თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.