ტრენინგი ბათუმში
 09 აპრილი 2022
ბათუმში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ | Enterprise Georgia მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს აჭარის რეგიონის 30-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს.  GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.