„არტიტექსი" ქართული არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც არა ერთი ცნობილი პროექტის ავტორია. კომპანია საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო.
2019 წელს კომპანია "WADA"-ს კონკურსის რამოდენიმე ნომინაციის გამარჯვებულიც კი გახდა.
"არტიტექსის" მიზანია შექმნას კრეატიული და კომერციულად გამართლებული პროექტები, რომელებიც არ შეიზღუდებიან სტანდარტული არქიტექტურული იდეებით. მათ მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწევები საკუთარ სფეროში მყისიერად ქვეყნდება და ვრცელდება სხვადასხვა საიტებზე და ონლაინ გამოცემებში.
კომპანიის CEO დადუნა შათაშვილია. მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს არქიტექტურასა და დიზაინში. ის ასევე 70-ზე მეტი განხოციელებული პროექტის ავტორია. კომპანიის პარტნიორია ალექსანდრე ბურჭულაძე, 20 წლიანი ბიზნეს კონსალტინგ გამოცდილებით.