ტრენინგი თელავში
 15 აპრილი 2022
თელავში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა, „საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) რომელშიც მონაწილეობას იღებს კახეთის რეგიონის 10-მდე მეწარმე. მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს.  GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.