ტრენინგი ახალციხეში
 18 აპრილი 2022
ახალციხეში პროექტის, GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ | Enterprise Georgia მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია ,,საგარეო ვაჭრობა, ექსპორტის პროცედურები და ვაჭრობა ევროკავშირთან“ (DCFTA) დასრულდა. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მონაწილეობა მიიღო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 200-მდე ბენეფიციარმა. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.