სექტორული შეხვედრა
 19 აპრილი 2022
თელავში შატო მერეში, პროექტის GEclose2EU ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) და ბიზნეს საკონსულტაციო სექტორის ბენეფიციარებთან კონტენტ მენეჯმენტის და სტრატეგიული მენეჯმენტის სამ დღიანი ვორკშოპი გაიმართა. ვორკშოპის მიზანია პროექტის ბენეფიციარებს დაეხმაროს უკეთესად მართონ სტრატეგიული მენეჯმენტი, განსაზღვრონ ახალ ბაზარზე შეღწევის სტრატეგიები, შექმნან კონტენტი რელევანტურ ციფრულ არხებში და მოახდინონ საკომიუნიკაციო ენის/გზავნილების ფორმირება.  მსგავსი ვორკშოპების ჩატარება იგეგემება პროექტის, GEclose2EU საბავშვო ტანსაცმლის, საბავშვო სათამაშოების და არქიტექტურა ინტერიერის დიზიანის სექტორის ბენეფიციარებთან. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.