სექტორული შეხვედრა
 07 მაისი 2022
პროექტის, GEclose2EU ფარგლებში არქიტექტურა ინტერიერის დიზაინის და ბიზნეს კონსალტინგის სექტორის ბენეფიციარებთან კონტენტ მენეჯმენტის და ბაზრის გაფართოების სამ დღიანი ვორკშოპი გაიმართა. ვორკშოპის მიზანია პროექტის ბენეფიციარებს დაეხმაროს უკეთესად მართონ კომპანიის მენეჯმენტი, განსაზღვრონ ახალ ბაზარზე შეღწევის სტრატეგიები, შექმნან კონტენტი რელევანტურ ციფრულ არხებში და მოახდინონ საკომიუნიკაციო ენის/გზავნილების სწორი ფორმირება. მსგავსი ვორკშოპების ჩატარება იგეგემება პროექტის, GEclose2EU საბავშვო ტანსაცმლის და საბავშვო სათამაშოების სექტორის ბენეფიციარებთან. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აწარმოე საქართველოში, თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.