სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები Eshvikids ლიმო • Lemo ჩიკატაი • Chikatai და Spilow • სპილოუ ფლორენციაში საერთაშორიო გამოფენა Pitti Immagine Bimbo-ში იღებენ მონაწილეობას. Pitti Immagine Bimbo არის აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გამორჩეულია მსხვილი ბრენდებისა და მულტინაციონალური ვიზიტორების მოზიდვით. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.