სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა ჩიკატაი, სპილოუ და Eshvikids პარიზში საერთაშორიო გამოფენა Playtime Paris-ში მიიღეს მონაწილეობა. Playtime Paris არის აღნიშნულ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გამორჩეულია მსხვილი ბრენდებისა და მულტინაციონალური ვიზიტორების მოზიდვით.