პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის GeoStyle Wood Art დამფუძნებელი დავით გვანცელაძე გერმანიაში ნიურნბერგში ხის ხელსაწყოების საერთაშორისო გამოფენას დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილი სხვადასხვა დანადგარები. აღნიშნულ ღონისძიებაში წელს 33 ქვეყნის 708 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, გამოფენას სტუმრობდა 28.500 ვიზიტორი 100-ზე მეტი ქვეყნიდან. GEclose2EU პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწარმოე საქართველოში თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.