დიზაინ და არქიტექტურული კომპანია „ინჟინერიუსი" 2015 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი პროფილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა. კომპანიის მომსახურების სფეროა ხიდების, გზების, ქუჩების და სხვა საინჟინრო კონსტრუქციების დიზაინი. მათი საქმიანობა ასევე მოიცავს პარკების, სათამაშო მოედნების და სკვერების ლანდშაფტის დიზაინს. ასეთი პროექტებისთვის, კომპანია „ინჟინერიუსი" თავის მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკურად და ფინანსურად გამართულ, მრავალფეროვან მომსახურებას დიზაინის ყველა საფეხურზე.