სასწავლო ტური
 05 ოქტომბერი 2022

პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით გლობალური კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითის ACT - Analysis and Consulting Team მკვლევარი მარიამ კაპანაძე ამსტერდამში AI & Big Data Expo 2022-ს დაესწრო. AI & Big Data Expo ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების შესახებ თანამედროვე ტენდენციებს აცნობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ვიზიტორებს. აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიურად 7000 მდე ვიზიტორი ესწრება.